ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

დავით ქაცარავა და გიორგი ნადირაძე ბერძენაულის საზოგადოებრივ ცენტრში

18.08.2017

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ა/წ 18 აგვისტოს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ ახალგაზრდებთან ცნობილი სპორტსმენების შეხვედრა გაიმართა. ჯომარდობის ფედერაციის ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ და ველომბროლელმა, ოლიმპიელმა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონმა გიორგი ნადირაძემ, ადგილობრივ მოსახლეობას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს საკუთარ მიღწევებზე. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და დასრულების შემდეგ საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა სპორტული ტიპის აქტივობები, მხიარული თამაშები და კონკურსები. კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური პრიზები, სიგელები და მედლები.

შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და საკუთარი გამოცდილების გაზიარებით სპორტის სიყვარულის გაღვივება. ღონისძიება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა

Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text