ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

49- ე საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ მეორე სვირში გაიხსნა

13.10.2017

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 49-ე საზოგადოებრივი ცენტრი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით მეორე სვირის მოსახლეობასთან ერთად სოფლების − პირველი სვირი, როდინაული, პირველი ობჩა, მეორე ობჩა − 5 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს.

სოფელ მეორე სვირში საზოგადოებრივი ცენტრის აშენება იუსტიციის მინისტრს ადგილობრივმა მოსახლეობამ სთხოვა. თეა წულუკიანი მათ გასული წლის სექტემბერში ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატ შალვა კიკნაველიძესთან ერთად შეხვდა. როგორც მაშინ აღმოჩნდა, პირველ და მეორე სვირში მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სერვისებზე წვდომა უჭირდა და ასევე არ ჰქონდა სივრცე, სადაც სოფლის მაცხოვრებლები სოფლისათვის საჭირბოროტო თემებზე შეხვედრებს გამართავდნენ. 2017 წლის ნოემბერში სამინისტროს სისტემის ბიუჯეტის განსაზღვრისას, იუსტიციის მინისტრმა მეორე სვირში მის წინაშე მოსახლეობის მიერ დაყენებული პრობლემების გადასაჭრელად საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა გაითვალისწინა.
საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლისა და დაბების მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს.
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მათ შორის შეხვედრების დარბაზსა და კომპიუტერების ოთახს სთავაზობენ.

მეორე სვირის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის სახლის სერვისების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება; საზოგადოებრივ ცენტრში, ასევე, გაიცემა სოციალური სააგენტოს სერვისები.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდა ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემთ. მანამდე მეორე სვირში არც ბანკისა და არც მობილური ოპერატორის ოფისი არ არსებობდა.

ამავე შენობაში განთავსებულია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვა.

მეორე სვირის გარდა, დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს 48 საზოგადოებრივი ცენტრი შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, თბილისში (გლდანში), ზეინდარსა და ბაკურიანში.

მეორე სვირის საზოგადოებრივ ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text