ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

შეხვედრა შშმ პირთა საკითხებზე ბერძენაულის საზოგადოებრივ ცენტრში

26.03.2018

ბერძენაულის საზოგადოებრივ ცენტრში, 22-23 მარტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ორგანიზაცია „ინიციატივების ლაბორატორია“-ს მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ორდღიანი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის პირველ დღეს მოწვეული ტრენერი სულხან ჩარგეიშვილი უძღვებოდა. მან ადგილობრივებთან ერთად ისაუბრა შშმ პირებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის შშმ პირთა უფლებებზე, ინკლუზიური გარემოს შექმნის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, შშმ პირებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სერვისებზე და ა.შ.

შეხვედრის მეორე დღეს ადგილობრივებს ირმა ხეცურიანი შეხვდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიო თასის მრავალგზის გამარჯვებულია პარა-ფარიკაობაში. მან საკუთარ გამოცდილებაზე და იმ ბარიერებსა და სირთულეებზე ისაუბრა რასაც ის და სხვა შშმ პირები აწყდებიან ყოველდღიურობაში. სპორტსმენმა ასევე ხაზი გაუსვა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას.

სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე. უკვე რამდენიმე თვეა, სმენადაქვეითებულ და სმენის არმქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ, სახლიდან გაუსვლელად 31 სახის სახელმწიფო სერვისით ისარგებლონ. მსურველები სკაიპის მეშვეობით - sda.gov.ge - უკავშირდებიან დისტანციური სერვისების სამსახურს, სადაც მათ კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე უწევენ. ასევე შეიქმნა საზოგადოებრივი ცენტრების ვებ-გვერდის ადაპტირებული ვერსია (www.voice.centri.gov.ge) უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის.

მსგავსი ტიპის შეხვედრები უახლოეს მომავალში ვალეს, კიცხის, მეორე სვირის და რუხის საზოგადოებრივ ცენტრებშიც გაიმართება.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text