ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

საზოგადოებრივ ცენტრებში შშმ პირთა საკითხებზე შეხვედრები გაიმართა

12.05.2018

კიცხის, რუხის და მეორე სვირის საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ორგანიზაცია „ინიციატივების ლაბორატორია“-ს მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ორდღიანი შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრებზე ადგილობრივებთან ერთად განხილული იყო შშმ პირებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხები, მათ შორის შშმ პირთა უფლებები, ინკლუზიური გარემოს შექმნის მნიშვნელობა და აუცილებლობა, შშმ პირებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სერვისები და ა.შ.

აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში ადგილობრივებს სოფელ კიცხში პარასპოტსმენი მერაბ დუკაშვილი, სოფელ რუხში მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო თასის მრავალგზის მფლობელი პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანი და სოფელ მეორე სვირში იურისტი მარიკო კობახიძე შეხვდნენ. მათ მოსახლეობასთან საკუთარ გამოცდილებაზე და იმ ბარიერებსა და სირთულეებზე ისაუბრეს რასაც ისინი და სხვა შშმ პირები აწყდებიან ყოველდღიურობაში. საუბარი ასევე შეეხო სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას.

სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე. უკვე რამდენიმე თვეა, სმენადაქვეითებულ და სმენის არმქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ, სახლიდან გაუსვლელად 31 სახის სახელმწიფო სერვისით ისარგებლონ. მსურველები სკაიპის მეშვეობით - sda.gov.ge - უკავშირდებიან დისტანციური სერვისების სამსახურს, სადაც მათ კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე უწევენ. ასევე შეიქმნა საზოგადოებრივი ცენტრების ვებ-გვერდის ადაპტირებული ვერსია (www.voice.centri.gov.ge) უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის.

მსგავსი ტიპის შეხვედრების ჩატარება უახლოეს მომავალში დაგეგმილია კიცხის, მეორე სვირის და რუხის საზოგადოებრივ ცენტრებში.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text